jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინსპექტორი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად:

** ანაზღაურება: 810 ლარი დარიცხული (ხელზე ასაღები 648 ლარი), გვესაჭიროება დაცვის 38 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ ქალაქ თბილისის ობიექტებზე.
** ანაზღაურება: 435 ლარი დარიცხვით (ხელზე ასაღები 348 ლარი) გვესაჭიროება დაცვის 1 თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებს სოფელ თელეთში.
** ანაზღაურება: 350 ლარი დარიცხვით (ხელზე ასაღები 280 ლარი) გვესაჭიროება დაცვის 1 თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებს სოფელ ტაბახმელაში. სამუშაო გრაფიკი - 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო ცვლა.
სასურველი ასაკი - 21 წლიდან 60 წლამდე;

გასაუბრებაზე დაშვების მოთხოვნები:

** ავტობიოგრაფია;
** პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას ყოველ ორშაბათს და სამშაბათს 12:00 საათზე, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე.

მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 577 244 100.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |