jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: Green Energy
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"Green Energy" დაფუძნდა 2017 წელს და უზრუნველყოფს მზის სადგურის პროექტირებას და მშენებლობას. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, რომლებმაც ამ მიმართულებით ოპერირება დავიწყეთ საქართველოს ბაზარზე.

დღეის მდგომარეობით "Green Energy"-ს გუნდმა უკვე დააპროექტა და სრული სტანდარტის დაცვით დააინსტალირა 13 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგურები.

თუ ხარ ელექტრო ინჟინერი და ამავდროულად გაინტერესებს მზის ენერგია, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდს!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის #33;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ხელფასი შეთანხმებით;
** მეგობრული კოლექტივი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის სპეციფიკაციების გათვალისწინებით, ნახაზების მომზადება AutoCAD-ში;
** ფოტო-ელექტრული სადგურების დაპროექტება/ნახაზების შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი ელექტრონული ინჟინერიის განხრით (ასევე შესაძლებელია კანდიდატი იყოს IV კურსის სტუდენტი);
** Advanced Excel, AutoCAD, MS Project ;
** AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება;
** ფოტო-ელექტრული სადგურების დაპროექტების გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
** ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
** 0.4 კვ. ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა აუცილებელია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** B1 კატეგორიის მართვის მოწმობა.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე info@greenenergy.ge, საკონტაქტო ნომერი: დაგვიკავშირდით: 551 68 55 11.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ელექტრო ინჟინერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Green Energy"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Green Energy"-ს ბაზაში 1 წლის ვადით.

https://greenenergy.ge/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |