jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "EXTRA.GE" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

"Extra.ge" არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტებისა და მომსახურებების ყველაზე ფართო არჩევანი.

"Extra.ge" ვებ გვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.

"Extra.ge"-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქციები:

** კატეგორიის ჭრილში ვენდორ პორტფოლიოს შექმნა;
** კატეგორიის ჭრილში საბაზრო ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მოქმედება;
** ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, მყარი თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კატეგორიაში წარმოდგენილი პროდუქტის სიღრმისეული ცოდნა;
** გაყიდვებისთვის კომერციული შეთავაზებების აწყობა; მათი ეფექტურობის მონიტორინგი და კომპანიის სარგებელზე ორიენტირებული ქმედებების განხორციელება;
** ინვენტარის მართვა;
** ასორტიმენტის ზრდასა და გამრავალფეროვნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კატეგორიის ჭრილში კონტენტის უპირატესობების განსაზღვრა და მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
** კომპანიაში დაწესებული ძირითადი ინდიკატორების მიხედვით კატეგორიის გეგმების განსაზღვრა და რეპორტინგი;
** დაკავშირებულ რგოლებთან კომუნიკაცია;
** კატეგორიის ჭრილში მომხმარებლის საჭიროებების ცოდნა;

ძირითადი ცოდნა და უნარები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ექსელის გამართული ცოდნა;
** სასურველია ელექტრონული გაყიდვების სპეციფიკების ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების, დარწმუნების და ხანგრძლივი თანამშრომლობის ჩამოყალიბების უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე, კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ახალგაზრდა და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსეთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნეთ CV ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |