jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას 1C მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაცია და მხარდაჭერა სასაქონლო, მმართველობითი და საბუღალტრო აღრიცხვის 1C ფუნქციონალზე;
** ინციდენტების პირველადი დამუშავება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, შეცდომების იდენტიფიცირება და ავტომატიზაციის საჭიროებების განსაზღვრა. ტექნიკური დავალებების დამტკიცება ახალი ფუნქციონალის დასანერგად ან გასაუმჯობესებლად;
** პროგრამისტებისთვის ამოცანების განსაზღვრა;
** დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** შესრულებული დავალებების ტესტირება და დანერგვა;
** ინსტრუქციების მომზადება;
** საბოლოო მომხმარებლის ტრენინგი;
** RS.ge-მუშაობის გამოცდილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C კონფიგურაციებთან მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მუშაობის გამოცდილება პირველი ხაზის მხარდაჭერაზე;
** სავაჭრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** სავაჭრო ორგანიზაციის საფუძვლების აღრიცხვის და ბიზნეს პროცესების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: 4000 + ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კვება;
** Fitpass;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |