jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: სიგმა ლაბი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "სიგმა ლაბი" მასალის გამოსაცდელი ახალი ლაბორატორიაა, აღჭურვილი უახლესი, ძირითადად, ავტომატური აღჭურვილობით, - რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო ბიზნესის მომსახურებას.

შესაძლებლობა:

შპს "სიგმა ლაბი" ეძებს გამოცდილ ინჟინერს, თბილისში განთავსებულ სამშენებლო არმატურის გამოსაცდელ ლაბორატორიაში სამუშაოდ. ვეძებთ მოტივირებულ და ინოვაციურ პირს, რომელიც შესაბამისი კადრი იქნება ლაბორატორიული საქმიანობის და კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.

ხელფასი გამომუშავებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული ტესტების ჩატარება სამშენებლო არმატურაზე
** სამშენებლო არმატურის ნიმუშების ადგილზე აღება ლაბორატორიაში შემდგომი ტესტირების ჩატარების მიზნით
** ნიმუშების მარკირება
** საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევა საველე სამუშაოებთან და სხვა ლაბორატორიულ ფუნქციებთან დაკავშირებით
** დავალებების და პროექტების შესრულების შესახებ მოხსენებების მათ შორის, დასკვნების და შემოთავაზებული გადაწყვეტილების მომზადება
** გუნდურ გარემოში მუშაობა, ლაბორატორიაში სისუფთავის და წესრიგის დაცვა, აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

მოთხოვნები /კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება შემდეგ სფეროებში: მშენებლობა, სამშენებლო მასალების წარმოება, მშენებლობის მართვა, ხიდების და გვირაბების მშენებლობა ან სხვა სახის ტექნიკური განათლება დამსაქმებლის შეხედულებისამებრ.
** გამოცდილება ინდუსტრიაში, რომელიც უკავშირდება სამშენებლო არმატურის გამოყენებას, ჩაითვლება უპირატესობად
** Excel-ის და ბაზური გამოთვლების ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენების კარგი ცოდნა
** მოითხოვს მართვის მოწმობა და გამოცდილება მართვის მექანიკური ტრანსმისია.

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ელოდით, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@sigmalab.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |