jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
** თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის მართვა;
** კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა (ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების, მომსახურების ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების/აღწერილობების, შიდა დოკუმენტების შექმნა/პერიოდული განახლება/გაცნობა და ა.შ.);
** ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნაში მონაწილეობის მიღება, არსებული სტრუქტურის პერიოდული განახლება;
** თანამშრომლების განვითარების საჭიროების გამოვლენა და ჩასატარებელი ტრენინგების ორგანიზება;
** თანამშრომელთა უწყვეტი გადამზადების სისტემის დანერგვა;
** შიდა ორგანიზაციულ კულტურაზე ზრუნვა;
** შიდა სტანდარტების მომზადება/განახლება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და საბონუსე სისტემების შემუშავება/დანერგვა და განხორციელება;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შექმნა/განხორციელება;
** თანამშრომელთა წახალისების მიზნით სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
** HR დეპარტამენტის მართვა;
** Payroll-ის მომზადება;
** თანამშრომელთა ნამუშევარი საათების აღრიცხვის (ტაბელის) წარმოება და გაცნობა;
** თანამშრომელთა დაზღვევის პროცესის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 2-წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსისა და სხვა შესაბამისი კანონის/ნორმატიული აქტების ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |