jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"დეგუსტო" არის კაფეტერიათა ქსელი, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე 21 ფილიალით და დღემდე ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციას.

კომპანია ემსახურება ერთ მთავარ იდეას: "ჯანმრთელი და ხარისხიანი საკვები, კარგ სერვისთან ერთად, შესაძლებელია სწრაფ და მოსახერხებელ ფორმატში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად."

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი

სრული განაკვეთი:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირას დასვენება
** სამუშაო საათები: 09:30-18:30

ნახევარი განაკვეთი:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 450 ლარი
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირას დასვენება,
** სამუშაო საათები: 09:30-14:00 ან 11:30 - 16:00 ან 14:00-18:30

ადგილმდებარეობა: ვაკე-საბურთალოს და დიდუბისა და დიღმის მიმდებარე ტერიტორია.

ბენეფიტები:

** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას;
** კორპორატიული დაზღვევა;
** Fitpass;
** საბონუსე სისტემა.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, საკომუნიკაციო დონეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული უნარები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი" და სასურველი განაკვეთი.

"დეგუსტო" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |