jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: Marine Shipping and Forwarding
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"Marine Shipping and Forwarding" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

MSF არის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მულტიმოდალურ გადაზიდვებსა და ტვირთების კარიდან კარამდე მიტანის სერვისს.

ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ დასაქმდეთ მზარდ, განვითარებად კომპანიაში და შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა.

სამუშაო ადგილი: ქალაქი ფოთი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:30 საათიდან 18:30 საათამდე).
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინტერნეტ-ბანკთან და საინვოისო პროგრამასთან ყოველდღიური მუშაობა;
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება, ნაშთების კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების და სალაროს ოპერაციების წარმოება;
** კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ბრუნვებისა და ნაშთების კონტროლი;
** საანგარიშგებო თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობა, საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში პრობლემების იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად გადაწყვეტილებების მიღება;
** ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა/დოკუმენტირება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა / rs.ge პორტალზე მუშაობა;
** ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება;
** შედარების აქტების მომზადება / გაფორმება;
** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და მონიტორინგი;
** ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი;
** მთავარი ბუღალტრის ან/და გენერალური დირექტორის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;
** დროის სწორად და ეფექტურად განაწილების უნარი;
** დაკვირვებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2024 წლის 5 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: j.kemularia@msf.ge / i.babilua@msf.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |