jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალ ერთი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

სატელეკომუნიკაციო კომპანია ს.ს. გლობალ ერთი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ #6,
ანაზღაურება 900 ლარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** აბონენტებისგან (იურიდიული პირებისგან) შემოსული მოთხოვნების ასახვა ბაზაში, მოთხოვნის დამუშავება და მისი გადაჭრა;
** შემოსული პრობლემების მოგვარების 1 საფეხურის უზრუნველყოფა - ინფორმაციის მიღება და დაუყოვნებლივ გადაცემა შესაბამის სამსახურზე;
** აბონენტებისთვის ინფორმაციის და სათანადო დოკუმენტაციის მიწოდება ელექტრონული გზით;
** აბონენტებისთვის გაწეულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე დარიცხული თანხის გადახდის კონტროლი;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა მომსახურებასთან დაკავშირებით;
** ზარების განხორციელება მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა შემდეგ მისამართზე: hr@global-erty.net და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ოპერატორი.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ და გვაძლევთ უფლებამოსილებას დავამუშაოთ
მოწოდებული ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |