jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი პროსპერო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრი "პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და დატვირთვის შესაბამისად

მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** სატელეფონო ზარებზე, სოციალურ მედია პლატფორმებზე შემომავალ შეტყობინებებზე პასუხი;
** ბენეფიციარების ვიზიტების დაჯავშნა, საჭიროებისამებრ მათთან კომუნიკაცია, დარეკვა ან/და შეტყობინების გაგზავნა;
** ბენეფიციარების მიღება და რეგისტრაცია, სპეციალურ პლატფორმაზე ასახვა და შეჯამება;
** ადმინისტრაციული ფორმების/ ჟურნალების შევსება;
** თერაპიული სტაფის მუშაობის ადმინისტრირება, ოფისის მატერიალური რესურსების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში, მისასალმებელია სამედიცინო ან მომიჯნავე განათლება;
** სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: prosperoclinic@gmail.com 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრაციული მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |