jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების ანალიზი);
** საკუთარი საპროდუქტე მიმართულების მიზნობრივი პარამეტრების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** საპროუდქტე მიმართულების მიზნობრივი გეგმების ჩაშლა საცალო, საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით პროცესში საჭირო მხარეების ჩართვით;
** მიზნობრივი პარამეტრების და მომწოდებლების პირობების გათვალისწინებით პროდუქტების წლიური შესყიდვების პროგნოზირება და დაგეგმვა;
** საპროდუქტე მიმართულების მარაგების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დადგენის კოორდინაცია საჭირო პირების ჩართვით;
** არსებული მარაგების მუდმივი მონიტორინგი, და შესყიდვების საჭიროების დროული გამოვლენა;
** ჭარბი და ხანდაზმული მარაგების გამოვლენა და საჭირო პირებთან მათ შესახებ კომუნიკაცია;
** ფასწარმოქმნის განსაზღვრული პრინციპის/სტანდარტის შესაბამისად პროდუქტის გასაყიდი ფასების (გაყიდვის არხების მიხედვით) დიაპაზონის განსაზღვრა;
** საპროდუქტე ჯგუფის გაყიდვების შედეგების ყოველდღიური/ყოველკვირეული კონტროლი, გეგმებთან შედარება და გადახრებზე რეაგირების მოქმედებების განხორციელება საჭიროებისამებრ უფლებამოსილ პირებთან შეთანხმებით;
** მიმდინარე რეჟიმში საპროდუქტე ჯგუფის მარჟიანობის კონტროლი და რეაგირების (მაგ.: ფასების ცვლილება, აქციები და ა.შ) მოქმედებების ინიციირება/განხორციელება პროცესში საჭირო პირების ჩართვით;
** საკუთარ საპროდუქტე ჯგუფში (გაყიდვის არხების მიხედვით) მარკეტინგული აქციებისა და კამპანიების დაგეგმვაში საჭიროებისამებრ მონაწილეობა;
მიმდინარე რეჟიმში გაყიდვების დინამიკისა და დაგეგმილი აქციების შესაბამისად შესყიდვების გეგმების კორექტირება;
** ბრენდებთან კომუნიკაციისა და მსოფლიო ტექნიკის ბაზრის ტენდენციებზე თვალყურის დევნებით მაღალ მოთხოვნადი, დეფიციტური მარაგების დროული იდენტიფიკაცია და სარეზერვო შეკვეთების ინიციირება ხელმძღვანელობასთან;
** სხვადასხვა პერიოდულობით საპროდუქტე მიმართულების შედეგებზე ანგარიშის წარდგენა, როგორც კომპანიის შიგნით დაინტერესებულ პირებთან, ასევე ბრენდების საერთაშორისო წარმომადგენლებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** "ჭკვიანი სახლის" მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |