jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბრენდის ამბასადორი/SAMSUNG
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

მეგატექნიკა უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა.

მეგატექნიკა განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ბრენდის ამბასადორის / SAMSUNG პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენს კომპანია სამსუნგის ბრენდს ტექნიკის მაღაზიაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. თვალჭრელიძის ქუჩა N2, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი
ვებ გვერდი: https://www.megatechnica.ge/ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა;
** კომპანიის ბრენდ ზონის კონტროლი: სისუფთავის კონტროლი, სტენდზე ბრენდის სათანანოდ წარმოდგენა;
** რეპორტების გაზიარება მენეჯმენტისთვის;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება.

მოთხოვნები:

** გაყიდვების / მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია ერთი ენის ცოდნა სრულყოფილად)

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** ღია გამოწვევების მიმართ;
** კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ბრენდის ამბასადორი/SAMSUNG ".

მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |