jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შეკვეთის მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას შეკვეთის მიმღები ოპერატორის (კომპიუტერული პროგრამით) თანამდებობაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე;
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლიდან მიღებული შეკვეთის პროგრამული დამუშავება და გაფორმება;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის ზედმიწევნით კარგად ცოდნა.;
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "შეკვეთის მიმღები ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |