jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი მედდა
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მედდას პოზიციაზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, გივი ჟვანიას ქ 3;
სამუშო განყოფილება და გრაფიკი : კვირაში 5 დღე, 8 საათი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციური ნარჩენების კონტროლი, (ნარჩენების დახარისხების, სახიფათო ნარჩენების დაყოვნების ოთახში მოთავსებისა და აწონვის პროცესების მართვა) დადგენილი პერიოდულობით, სამედიცინო დაწესებულებიდან სახიფათო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა და მონაცემების პორტალზე ატვირთვა;
** სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ახალი ტექნიკის მოთხოვნის ინიცირება;
** სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ყოველდღიური შემოწმება, წინასწარ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხარჯვისა და გადაბარების კონტროლი;
** პაციენტებისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა და მენეჯერის დასტურის საფუძველზე, დახურვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის მართვა/მონიტორინგი; სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** ექთნების მიერ სამედიცინო მანიპულაციების შესრულების მონიტორინგი, კაბინეტების შემოვლა/კონტროლი;
** ექთნების მიერ, გახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების პროგრამულად დაფიქსირების პროცესის მონიტორინგი;
** ცვლის გადაბარების პროცესის მონიტორინგი, მედიკამენტების ხარჯისა და ნაშთის დათვლა/მითვლის პროცესის მონიტორინგი;
** პოსტებზე საჭირო რაოდენობის სამედიცინო სახარჯი მასალისა და მედიკამენტების მოთხოვნა და განთავსების უზრუნველყოფა;
** სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული მანიპულაციების (მაგალითად, სკრინინგ პროგრამების, ვაქცინაციის, კოვიდ ტესტების, ანტენატალური პროგრამის) შესახებ, პორტალიდან ინფორმაციის ამოღება, წარდგენად მომზადება და შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მორიგეობის გრაფიკების შედგენა, განყოფილებების მედდების მორიგეობის გრაფიკების ცოდნა და ინფორმაციის პერსონალის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი რგოლისთვის მიწოდება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, კომპანიის შინაგანაწესის-კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მედდის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილებას);
** სასურველია უფროსი მედდის ან/და მთავარი მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარები

** საექთნო მანიპულაციების გაკეთების უნარი;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "უფროსი მედდა ციციშვილის კლინიკაში".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |