jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"Lopota Lake Resort & Spa", შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და ოთხი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს სტუმრებს.

რეზორტი 2008 წელს დაარსდა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა - პრემიუმ ხარისხის სერვისით, ბუნებასთან შერწყმული შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი აქტივობებით და სივრცეებით.

იგი სასურველი დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

სასტუმრო კომპლექსი "Lopota Lake Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს პროდუქტების და მთავარი საწყობის მარაგების შეკვეთების დამუშავება (მოთხოვნების ამოღება პროგრამიდან, დაექსპორტება-გაფილტვრა ექსელში, გადაგზავნა შესაბამის მომწოდებლებთან, მომწოდებლებთან უშუალო კომუნიკაცია, დეპარტამენტებთან უკუკავშირის დამყარება);
** მომმარაგებლების საჭირო საქვეანგარიშო თანხებზე კომუნიკაცია ფინანსურ განყოფილებასთან;
** სამზარეულოს შესყიდვების ყოველკვირეული ტენდერების ჩატარება /ლოჯისტიკის მენეჯერთან შეთანხმებით;
** სასტუმროს ტექნიკური სამსახურის და სხვადასხვა დეპარტამენტების შესყიდვების მოთხოვნების პროცესში მონაწილეობა: შესყიდვების მოთხოვნების დამუშავება-მოძიება-განფასება, შეთანხმება ფინანსურ სამსახურთან და შეთანხმებული მოთხოვნების შესრულებაზე გაგზავნა (მომწოდებლებთან, საკუთარ მომმარაგებლებთან და ტრანსპორტიორებთან)
** სხვადასხვა კომპანიების ალტერნატიული შემოთავაზებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფასების შედარებაში მონაწილეობის მიღება (მენეჯერის კონკრეტული დავალების ფარგლებში)
** სახარჯი მასალების და პროდუქტების მოძიება შესაბამისი დეპარტამენტების ან მენეჯერის დავალებით;
** მომწოდებლებთან/მომმარაგებლებთან კომუნიკაცია მოწოდებული საქონლის დოკუმენტაციაში (ზედნადები) აღმოჩენილი უზუსტობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.
** ღონისძიებების (ივენთების) დეპარტამენტის მოთხოვნით (ასეთის შემთხვევაში) დასაქირავებელი ინვენტარის მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამის დეპარტამენტთან და ფინანსურ განყოფილებასთან შეთანხმებით.
** ლოჯისტიკის მეორე ასისტენტის შვებულების პერიოდში სამეურნეო და სხვა დეპარტამენტების მოთხოვნების დამუშავებაში მონაწილეობა და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Excel) ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |