jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: სონო კრედიტი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

ფინანსური კომპანია შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს. ტიპი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. ანაზღაურებადი სტაჟირებით.

ფუნქცია მოვალეობები:

** დოკუმენტების დახარისხება და საოფისე პროგრამებთან მუშაობა.
** შესასრულებელ სამუშაოს შევასწავლით ადგილზე, მთავარი ბუღალტრის დახმარებით.

მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** საქმისადმი პატივისცემა
** მონდომებულობა
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.

წარსადგენი დოკუმენტაცია: CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად [სრულყოფილად შევსებული] გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე solocreditcv@gmail.com და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომელი.

ვაკანსიაზე განიხილება გამოცდილი/გამოუცდელი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია:

** დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
** კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
** დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
** დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |