jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოძრავი კაპიტალის მართვის სამსახურის უფროსი კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს მოძრავი კაპიტალის მართვის სამსახურის უფროსი კოორდინატორის პოზიციაზე

ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: თბილისი
თანამდებობრივი სარგო: მინიმალური - 3850, მაქსიმალური - 4070.
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** განახორციელოს კომპანიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების გადაადგილების მუდმივი კონტროლი;
** შეიმუშაოს და დანერგოს კომპანიაში ინვენტარიზაციის პოლიტიკა;
** აკონტროლოს კომპანიაში დადგენილი ნორმების შესაბამისად მოძრავი ქონების მოვლა პატრონობის პროცესი;
** პერიოდულად მოამზადოს კომპანიისთვის გამოუსადეგარი ინვენტარის ჩამონათვალი და წინადადებები მისი შემდგომი განკარგვისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების განადგურების (დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად) პროცესის ადმინისტრირება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის (სამეურნეო) მიმართულებით;
** ინვენტარიზაციის ჩატარების გამოცდილება, როგორც გეგმური ასევე შერჩევითი.

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook- კარგად ცოდნა.

კონკურსის ეტაპებია:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |