jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: MEGAHAND
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"MEGAHAND" ევროპული მეორეული ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელია.

"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდურ ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!

ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი, ცაბაძის 8ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 900 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ შემოსავალს
** გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
** პროფესიულ განვითარებას
** მოსახერხებელ გრაფიკს
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
** შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ-ფოსტაზე: tbl2@m-hand.ru და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |