jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
ცვლიანი სამუშაო განრიგი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები: თანამშრომლების ტრანსპორტირება დადგენილი გრაფიკისა და სქემის შესაბამისად, მონაცვლეობით - დღის ან ღამის საათებში, კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/პროფესიული განათლება;
** აუცილებელია D კატეგორიის მართვის მოწმობა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 01 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ "GM Pharmaceuticals" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |