jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პერსონალური ექიმი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: სტანდარტული გრაფიკი, თვეში ორი სამუშაო შაბათი დღე
სამუშაო ადგილი: "იმედი L" - ის პროვაიდერი კლინიკა

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის დიაგნოსტირება და მისი პირველადი კონსულტაცია;
** ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა, განახლება და ანალიზი;
** პაციენტის შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა და შესაბამისი მიმართვების გაცემა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე);
** საჭირო კვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (თერაპიის ან/და პედიატრიის მიმართულებით);
** საოჯახო მედიცინის ან/და შინაგანი მედიცინის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |