jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად დავალიანების მქონე კლიენტებთან კომუნიკაცია თანხების ჩარიცხვის მიზნით, კომპანიის ახალი კლიენტების შემოწმება დებიტორული დავალიანების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში დებიტორებისგან გადახდილი სადაზღვევო პრემიის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (საგადახდო დავალება, ქვითარი, საბუღალტრო წიგნი და სხვა) გამოთხოვა, დავალიანების მქონე კლიენტების სიის გენერირება და მათთან თანხების ჩარიცხვის შესახებ კომუნიკაცია;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ინვოისები, გაგზვნილი წერილები, ანგარიში და სხვა) მოძიება, კომპანიის კლიენტებთან დავალიანების გადახდის გრაფიკის შეთანხმება/შეცვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიაში არსებული და კლიენტის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პრემიის გადახდის დოკუმენტაციის შედარება და შედარების აქტის პროგრამულად მომზადება; დავალიანების მქონდე კლიენტებისგან გადახდილი სადაზღვევო პრემიის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვა ;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან შეთანხმებით დავალიანების გადახდის გრაფიკის შეცვლა. დამუშავებული ინფორმაციის სრული პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |