jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სასტუმროს გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: მარშალ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

დეველოპერული კომპანია "მარშალ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: შეთანხმებით;
გრაფიკი: სრული;
სამუშაო ადგილი: გუდაური და თბილისი;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულება, ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და კორპორაციულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მართვა: სასტუმროს პერსონალის და სასტუმროს მომსახურების მართვა, მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ყოველდღიური ლოჯისტიკური ოპერაციების ზედამხედველობა და პროცესების ოპტიმიზაცია;
** გაყიდვების და საოპერაციო გუნდის უშუალო მართვა, გუნდური მუშაობის კულტივაცია, თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
** ფინანსური ანალიზი, გაყიდვების კონტროლი-ანალიზი;
** კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა.
** ეფექტური მართვა და ოპერირება;
** მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
** სასტუმროსთვის და რესტორნისთვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალის შერჩევა;
** საოპერაციო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
** სასტუმროს პოპულარიზაცია, სარეალიზაციო არხების იდენტიფიცირება და მართვა;
** არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა;
** უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი;
სერვის სტანდარტების და გაიდლაინების შემუშავება, მათი დანერგვა და საჭიროებისამებრ ადაპტირება;
** ოპერაციების მიმართულებით სასტუმროს ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდების მუდმივი კვლევა და მათი დანერგვისთვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება;
** სასტუმროს სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ სწრაფი კომუნიკაცია ტექნიკურ განყოფილებასთან;
** ეფექტური განრიგების შედგენისა და დავალებების სწორად დელეგირების უზრუნველყოფა;
** სხვა დეპარტამენტებთან კოლაბორაცია და სასტუმროს შეთანხმებული ოპერირების ხელშეწყობა;
** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და მის შესაბამისად მოქმედება;
** შემოსავლის/მოგების სისტემატური ზრდის უზრუნველყოფა;
** სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია და მომსახურების შეფასება;
** კლიენტთა მონაცემთა ბაზების შედგენა/განვითარება;
** Booking.com, expedia.com, tripadvisor.com და სხვა OTA გასაყიდი არხების მართვის გამოცდილება;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება.
** ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური მენეჯმენტის ძლიერი უნარები, მათ შორის ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ხარჯების კონტროლი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტების სამუშაო პროცესებისა და ფუნქციონირების მაღალ დონეზე ცოდნა (კვებისა და სასმელების, დასუფთავების, მიღება განთავსების და ტექნიკური დეპარტამენტები).
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები
** მარკეტინგული სტრატეგიებისა და ტაქტიკის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პერსონალის მართვის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** ანალიტიკური უნარები
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობიანი
** კრეატიული
** სამუშაო დაგეგმვის და დროულად შესრულების უნარი
** პრობლემის გადაჭრის უნარი.
** გაყიდვების უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
** ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: legal@marshalldevelopment.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |