jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

"ასორტი ვერე"-ს საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული. კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას.

ასორტში შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 - 19:00 სთ
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
ანაზღაურება: 500 ლარი

თქვენ შეისწავლით:

** ვაკანსიის ფორმის შევსებას;
** ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თანამდებობის სპეციფიკის მიხედვით ტალანტების სხვადასხვა მოზიდვის გზების განსაზღვრას, შესაბამისი არხების მოძიებასა და განცხადებების გამოქვეყნებას შესაბამის პლატფორმებზე;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევას თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
** კანდიდატებთან კომუნიკაციას;
** გასაუბრების დაორგანიზებას;
** გასაუბრების ჩატარებას;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
თუ გსურთ დაიწყოთ HR პრაქტიკა და იმუშაოთ დინამიურ გარემოში, რომელიც აფასებს თანამშრომლის ზრდასა და განვითარებას, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას და გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ სტაჟირების დასახელება " სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |