jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ღამის ცვლის შემგროვებელი/დამტვირთველი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Freken Bok, Colgate, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)

"შარმ ტრეიდინგ"-ში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000.

პოზიცია: ღამის ცვლის შემგროვებელი/დამტვირთველი (Loader/Stager)

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი
გრაფიკი: 18:00 საათიდან - 00:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამზადებული შეკვეთის გადატანა წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე;
** პალეტზე განთავსებული შეკვეთები შეფუთვა
** შეკვეთების მიწოდების მანქანებში დატვირთვა დალუქვა, წინასწარ შემუშავებული ინსტრუქციის მიხედვით.
** დაგეგმილი რეისში შემავალი შეკვეთების ზუსტი რაოდენობების მიხედვით დატვირთვა.
** სამუშაო ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება;

დამატებითი უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: vacancy@sharmtrading.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება შემგროვებელი/დამტვირთველი (Loader/Stager)

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |