jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უნიფორმებზე ზრუნვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Proxy Live Solutions™
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"Proxy Live Solutions™" აცხადებს ვაკანსიას უნიფორმებზე ზრუნვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დავით გურამიშვილის 156, სარაჯიშვილის მეტროსთან.
მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დღეები - 9:00-18:00.
ანაზღაურება: საათობრივი ანაზღაურება 6 ლარი, გროსი.

უნიფორმებზე ზრუნვის სპეციალისტი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში უნიფორმებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მართვასა და მოვლაზე. აღნიშნული პოზიცია უზრუნველყოფს უნიფორმების სისუფთავეს, მათ საუკეთესო კონდიციაში შენახვას და ინდუსტრიისა და კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

უნიფორმებზე ზრუნვის სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

უნიფორმების ხარისხის კონტროლი:

** დაზიანებისა და ცვეთის ნიშნების კონტროლი
** საჭიროებისამებრ ჩანაცვლებისა და შეკეთების კოორდინაცია
** უნიფორმების შესაბამისობა კომპანიის სტანდარტებთან

დასუფთავებისა და მოვლის კოორდინაცია:

** რეგულარული პროფესიული წმენდის ორგანიზება
** უნიფორმების საუკეთესო კონდიციაში შენარჩუნება და კომპანიის გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანა
** უნიფორმების რეცხვა და გაშრობა საჭიროებისამებრ, შემდგომ კუთვნილი ადგილების მინიჭება

** რეპორტინგი და დოკუმენტაცია: უნიფორმების მოვლის დეტალური დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის წმენდისა და შეკეთების შესახებ.

** თანამშრომელთა მხარდაჭერა: თანამშრომელთა მხარდაჭერა უნიფორმებთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე

უნიფორმების ოთახისა და სათადარიგო უნიფორმების ადგილის მოვლა:

** უნიფორმების ოთახისა და სათადარიგო უნიფორმების ადგილის გასუფთავება და ორგანიზება
** სათავსოების სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მოქნილი გრაფიკი
** Fit pass
** კორპორაციული ფასდაკლების ბარათი
** უფასო სასმელები და ხილი ოფისში
** რეფერალური პროგრამა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: careers@proxylivesolutions.com, გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |