jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: SME დაკრედიტების უფროსი ექსპერტი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 06381_hbg_doc_1343139.zip
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას თბილისში არსებულ ფილიალებში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების უფროსი ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება/ მოზიდვა და ბანკის პროდუქტების შეთავაზება-გაყიდვა;
** კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა, პირველადი ინფორმაციის მოძიება და პროექტის სტრუქტურირება;
** კლიენტების პორტფელის მართვა და მომსახურება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** პროექტების საკრედიტო კომიტეტებზე განხილვის/დამტკიცების კოორდინირება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** გაყიდვების უნარები;
** საბანკო-საფინანსო სექტორში SME მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ქართული ენის ცოდნა; რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "SME ესპერტი"

განაცხადის მიღების ბოლო: 30.09.2024.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |