jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული სკოლა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "ქართულ-ამერიკული სკოლა" - "Georgian-American School" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე (მათემატიკა ინგლისურად).

სამუშაო საათები: 09:00-17:00 სთ

ძირითადი მოთხოვნები/მოვალეობები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** სკოლაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების წარმართვა. (ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას; საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას; ისეთი ხერხების გამოყენებას რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას სხვადასხვა აქტივობებში).
** იცნობს არაფორმალური განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებას ზოგად საგანმანათლებლო სფეროში;
** იცნობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
** იცის, როგორ შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი გარემო; ჩამოაყალიბოს მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობები და ფლობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაბამის სტრატეგიებს;
** ხელს უწყობს მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;
** საგნობრივი შედეგების გარდა, ხელს უნდა უწყობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე: hr@gas.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მათემატიკის მასწავლებელი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |