jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონტაქტ ცენტრის პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. "პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.
"პროკრედიტ ბანკ საქართველოს", საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტების მომსახურება ტელეფონითა და კომუნიკაციის დისტანციური არხებით (ელ.ფოსტა, ონლაინ ჩათი და სხვა).
** შემომავალი და გამავალი ზარების ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება, ინფორმაციის გაცემა საბანკო სერვისებისა და პირობების შესახებ.
** გამავალი ზარების კომპეტენტური მომსახურება, როგორც ბანკის არსებულ, ასევე პოტენციურ კლიენტებთან, საბანკო სერვისის/პროდუქტის შეთავაზების ან ინფორმირების მიზნით.
** კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი საბანკო სერვისების შეთავაზება და მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა.
** მომსახურების ხარისხის შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით, საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიებისა და საჩივრის მიღება/რეაგირება/გადამისამართება.
** ბაზარზე არსებული საბანკო მომსახურების პირობების ცოდნა და პერიოდული ანალიზი/შედარება ბანკში მოქმედ საბანკო სერვისების პირობებთან და ტარიფებთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ;
** ინგლისური და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მოტივაცია და ენერგიულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა და სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "კონტაქტ ცენტრის პერსონალური ასისტენტი" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების საბოლო ვადაა 20 სექტემბერი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს "პროკრედიტ ჯგუფში" შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ http://www.procreditbank.ge).

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |