jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"აპარტ ჯგუფში" შემავალი სამშენებლო კომპანია "აარტ ქონ"-ი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს #2

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესების მართვა
** შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების საჭიროების განსაზღვრა და მოთხოვნა.
** ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზედამხედველობა და მათთვის სამუშაოების მიზნობრივად გადანაწილება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით სახელფასო ტაბელის შედგენა.
** ობიექტზე მომუშავე პერსონალის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტების დროულად წარდგენის უზრუნველყოფა.
** მიღებული, გათავისუფლებული და გადაადგილებული პერსონალის დოკუმენტაციის მოგროვება და კომუნიკაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
** სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობა
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 5 ოქტომბრისა.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " სამუშაოთა მწარმოებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |