jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის #44

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის კლუბის დაზღვეულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის პროგრამული ასახვა;
** მიღებული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში პერსონალური სერვის მენეჯერის ინფორმირება;
** ზარალების მართვის სპეციალისტ-ანალიტიკოსის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტების შესახებ პერსონალური სერვის მენეჯერის ინფორმირება;
** სერვის კლუბის დაზღვეულებისათვის ამბულატორიული მიმართვების პროგრამული გამზადება;
** სერვის კლუბის საკურიერო მომსახურებით უზრუნველყოფა, კურიერისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და ვიზიტის დაგეგმვა;
** დოკუმენტაციის დაარქივება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** პერსონალური სერვის მენეჯერების მხარდაჭერა სხვა ადმინისტრაციულ საქმიანობაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო/ადმინისტრაციულ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |