კომპანია "თბილი სახლი" (Casa Calda) დაარსდა 2001 წელს და უკვე 22 წელია ინარჩუნებს ლიდერს პოზიცია საინჟინრო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გათბობა-გაგრილების, ხანძარქრობის, წყალგაყვანილობის, ელექტროობის და სხვა საინჟინრო სისტემებს.
კომპანიას შესრულებული აქვს 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, ბარამბოს ქარხანა, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი და სხვა.
კომპანია თბილი სახლი აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე, რომელსაც საინტერესო გამოცდილებას და პროფესიულ განვითარებას ვპირდებით.
მოვალეობები:
** ტექნიკური დავალების საფუძველზე HVAC პროექტის ნახაზების მომზადება;
** პროექტის მენეჯერებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** სამუშაოების დადგენილ ვადებში და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა;
** საინჟინრო გუნდთან და კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
** Autocad და Revit პროგრამების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N56;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 18:30
ბენეფიტები:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
** ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;
** პარკინგი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "HVAC ინჟინერ-პროექტანტი".