კომპანია "სმარტ შოპი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
"სმარტ შოპის" მაღაზია მდებარეობს ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.
სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი გრაფიკი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა განაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** საწყობში პროდუქტის მიღება-ჩაბარების, აღწერის მონიტორინგი;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაბელურობა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: davit-ish@mail.ru.
აუცილებელია ფოტოსურათი.
გისურვებთ წარმატებას!