jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში.

მე, ალეკო მუხიგულაშვილი, ვაცხადებ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. საწყობში მოსულ კანდიდატს შევასწავლი პროდუქციის სწორად მიღებას, გამართულად და თანმიმდევრულად განთავსებას სტელაჟზე. საწყობში ასევე მიმდინარეობს ამწე მანქანის მართვის შესწავლა, WMS -ით პროდუქციის მიღება, პროდუქციის სწორად აგროვება. მოსულ კანდიდატს შევასწავლი, როგორ ხდება გამშვებ ზონაზე გამოტანილი პროდუქციის გადამოწმება, რომ არ იყოს შეცდომა დაშვებული და როგორ უნდა მოხდეს სწორად პროდუქციის გაშვება რეგიონებზე. კანდიდატებს შევუწყობ ხელს განვითარებასა და კარიერულ ზრდაში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** თანამშრომლის ფასდაკლება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/განთავსება;
** ტრაილერის დაცლა;
** შიდა სამუშაო (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი: გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება); შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/cvh1a

მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება

მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |