jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

ვაკანსია საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მიმართულებით .

სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მიმართულებით.

რატომ დასაქმება "ბაუში"?

** ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
** ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
** ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

** გამოცდების ჩატარების წესის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;
** სასწავლო პროცესის მენეჯერთან ერთად, საგამოცდო ცხრილის შედგენა; შაულედური/ბლოკის, დასკვნითი და განმეორებითი გამოცდების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** აკადემიური პერსონალის გადამზადება ელექტრონული მართვის სისტემის (KEYPS) საგამოცდო ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით;
** სასწავლო კურსების პედაგოგებისგან საგამოცდო საკითხების ნიმუშების, ტესტებისა და ბილეთების გამოთხოვა;
** გამოთხოვილი საგამოცდო მასალის დამუშავება და ელექტრონული მართვის სისტემისათვის შესაბამის ფორმატში მოყვანა;
** შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით, საგამოცდო მასალის ბეჭდვითი მასალის მომზადება;
** გამოცდის დაწყებამდე, სტუდენტებისათვის საგამოცდო პირობებისა და ქცევის წესების გაცნობა;
** საგამოცდო პროცესზე დაკვირვება;
** შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებების განხილვა და მასზე რეაგირება;
** სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის საქმიანობის მიზნებიდან.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/სტომატოლოგია/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge და აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

განცხადებების მიღების საბოლო ვადაა 25 სექტემბერი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |