განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა ;
** ვაკანსიის აღწერის შემუშავება უშუალო უფროსთან შეთანხმებულ კრიტერიუმებზე/მოთხოვნებზე/პასუხისმგებლობებზე დაყრდნობით;
** კომპანიის ვაკანსიების განთავსება დასაქმების სააგენტოების ვებ-გვერდებზე;
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან ტესტირების, გასაუბრების ან/და შერჩევის სხვა დამატებითი ეტაპების ორგანიზება;
** შერჩევაში მონაწილე კანდიდატებთან შერჩევის შედეგის შესახებ უკუკავშირი;
** საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტისთვის შეთავაზების გაკეთება;
** აპლიკანტთა აღრიცხვა წინასწარ შემუშავებულ ბაზაში/პროგრამაში პროცედურის შესაბამისად;
** გასაუბრების, ტესტირების შედეგების აღრიცხვა ბაზაში/პროგრამაში პროცედურის შესაბამისად;
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის/სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
აუცილებელი უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.