jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე:

მოვალეობები:

** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავება და ატვირთვა;
** საიტზე განთავსებული პროდუქტებზე აქციების ატვირთვა და მოხსნა (პრომო, საჩუქარი)
** საიტზე არსებული კონტენტის შემოწმება, კონტროლი და განახლება;
** საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორი განლაგება;
** სხვადასხვა სამსახურების მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართების უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |