jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიკრო ბიზნესის ბანკირი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

"ტერაბანკის" თელავის ფილიალში მიკრო ბიზნესის ბანკირს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

** გაქვს მოლაპარაკების, გაყიდვების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით)
** საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის Excel-ის პროგრამის) მაღალ დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, თ.ბაგრატიონის ქ. N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე
** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

შენი მოვალეობა იქნება:

** მიკრო და მცირე სეგმენტის კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** მიკრო და მცირე სეგმენტის სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება და გაცემა
** ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მიკრო ბიზნესის ბანკირი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2024.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |