jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: დრესარიუმი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"Dressarium/დრესარიუმი" წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას, რომელიც 2018 წლიდან ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს პრემიული ხარისხის ბრენდების კოლექციას, როგორიც არის: Karl Lagerfeld, Versace, Dan John, Marc O`Polo, Lancaster, Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines და სხვა. აღნიშნული ბრენდები წარმოდგენილია გალერია თბილისის, ისთ ფოინთის და ზუგდიდი მოლის სავაჭრო ცენტრებში.

კომპანიის და ბრენდების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს - https://www.dressarium.ge/

"Dressarium/დრესარიუმი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდული ობიექტების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

დაიწყეთ კარიერა "დრესარიუმში".

დრესარიუმელის უპირატესობები:

** კარიერული წინსვლა (შეფასების სისტემა)
** ჯანმრთელობის დაზღვევა 2 თვის შემდეგ
** კორპორატიული ფასდაკლება დრესარიუმის ყველა მაღაზიაში 3 თვის შემდეგ
** წამახალისებელი გათამაშებები/პრიზები
** სტუდენტების გრაფიკის ხელშეწყობა

ლოკაცია: სითი მოლი/გალერია თბილისი/ისთ ფოინთი
გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (2 დღე დასვენება)
ანაზღაურება საშუალოდ: 1000 ლარი

აუცილებელი მოთხოვნა: ინგლისური ან/და რუსული სასაუბრო დონეზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა
** სალარო ოპერაციების განხორციელება
** მაღაზიაში წესრიგის კონტროლი

მახასიათებლები:

** თავაზიანი
** კომუნიკაბელური
** განვითარებაზე ორიენტირებული
** დისციპლინირებული
** პოზიტიური და ენერგიული

თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი გახდეთ "დრესარიუმის" გუნდის წევრი, განავითაროთ ხარისხიანი ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და Subject-ში აღნიშნეთ ვაკანსიის სახელწოდება მოლარე-კონსულტანტი და სათაურში მიუთითეთ სასურველი ლოკაცია (სითი მოლი/გალერია თბილისი/ისთ ფოინთი): career@dressarium.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |