jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიმტანი კვების და სასმელების განყოფილებაში
მომწოდებელი: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის "Hilton"-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს კვების და სასმელების განყოფილებაში მიმტანის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრენინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე

რას ველით შენგან:

** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
** განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას

ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |