jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამონტაჟო ჯგუფის კოორდინატორი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - სამონტაჟო ჯგუფის კოორდინატორს!

"Blue Waters" მუშაობს წყლის ფილტრაციის სისტემების და ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

რას გთავაზობთ:

** საბაზისო ანაზღაურება - 1000 ლარის ოდენობით + ბონუსი (საშუალოდ 1000-1500 ლარი);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება);
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
** კორპორატიული დაზღვევა.

სამუშაოს აღწერა:

** ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენა;
** მომხმარებელთან და სამონტაჟო ჯგუფთან კომუნიკაცია სამონტაჟო პერიოდისა და პროცესის/დეტალების შეთანხმების მიზნით;
** მომხმარებელთან შეთანხმებული დეტალების დაზუსტება გაყიდვების მენეჯერებთან;
** მონტაჟის პროცესის მომზადების უზრუნველყოფა (მასალები, სამუშაოები, ვადები);
** სამონტაჟო სამუშაოთა განხორციელების ხარისხის კონტროლი;
** სამონტაჟოდ საჭირო მასალების შესახებ საწყობის მენეჯერის ინფორმირება/მარაგების კონტროლი;
** მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის დამუშავება CRM სისტემაში;
** კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Google Docs, Google Sheets);
** სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება.

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/coordinator/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |