jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Royal Express
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.

კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია დასაქმებულთა კომფორტსა და ფინანსურ კეთილდღეობაზე, მნიშვნელოვანია იყო აქტიური, მცოდნე და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი. ჩვენთან გელოდებათ მეგობრული გარემო და წარმატების პერსპექტივა.

კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დიღომი, აღმ. ხეივანი #19
სამუშაო განაკვეთი: 10:00 -18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი 5 000 ლარამდე

რა უნდა გააკეთო?

** კომპანიის ბაზიდან პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან / შეხვედრების ორგანიზება საჭიროების შემთხვევაში;
** ხელშეკრულების გაფორმება;
** შეკვეთის (ტვირთის გადაზიდვის) დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან;
** ბაზების მუდმივი განახლება.

რა შედეგებს უნდა მიაღწიო?!

KPI- ახალი კლიენტების მოზიდვა, საერთაშორისო ტვირთების რაოდენობის გაზრდა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ლოგისტიკურ სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიურობა / კომუნიკაბელურობა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@rexpress.net. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |