jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.გიზიარებთ ინფორმაციას საინტერესო ვაკანსიის შესახებ.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: ფარმაცევტის პოზიციაზე.

გრაფიკი:

მორიგე ფარმაცევტი - 16/24 საათიანი მორიგეობა
დღის ფარმაცევტი - კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა აღრიცხვა;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა გაცემის კონტროლი
** განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და მიწოდება შესაბამისი საშუალებებით;
** განყოფილებებისთვის 24 საათიანი მარაგების მიწოდება;
** მედიკამენტების განზავება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

ანაზღაურება: მორიგე ფარმაცევტი - საათობრივი (საათში)- 9.00 ლარი
დღის ფარმაცევტი - ფიქსირებული- 1125.00 ლარი (დარიცხული)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

** ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე careers@cmchospital.ge სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |