კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა - ბათუმი
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ან შესაბამისი პროფილის კომპანიაში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფლობდეს ინფორმაციას ექიმების გრაფიკებისა და პაციენტების ჩაწერის შესახებ;
** შეინარჩუნოს წესრიგი სამუშაო ადგილზე;
** შეავსოს პაციენტის ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
** შეატყობინოს ასისტენტს ან ექიმს პაციენტის ვიზიტის შესახებ;
** შეუქმნას კომფორტი მომლოდინე პაციენტს;
** დაგვიანების ან ვიზიტის გადადების შემთხვევაში აცნობოს ექიმს ან ასისტენტს;
** 15 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში დაურეკოს პაციენტს, დააზუსტოს მიზეზი და პროგრამულად ასახოს;
** მოახდინოს პაციენტის ინფორმირება პროცედურების, მათი ღირებულებისა და აქციების შესახებ;
** დაითვალოს თანხა, განახორციელოს გადახდა სალარო აპარატის მეშვეობით;
** შეამოწმოს პაციენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ბარათები, ჩაატაროს გადახდის ოპერაცია;
** განახორციელოს სისტემატიური კონტროლი სალარო აპარატზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5-ჯერ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე hr@medi.ge 2024 წლის 6 ოქტომბრამდე. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.