jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟიორი სერვისის სამსახურში
მომწოდებელი: თბილი სახლი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

კომპანია "თბილი სახლი" (Casa Calda) დაარსდა 2001 წელს და უკვე 23 წელია ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერი პოზიცია საინჟინრო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გათბობა-გაგრილების, ხანძარქრობის, წყალგაყვანილობის, ელექტროობის, სუსტ დენების და სხვა საინჟინრო სისტემებს.

კომპანიას შესრულებული აქვს 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, ბარამბოს ქარხანა, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი და სხვა.

კომპანია ასევე უზრუნველყოფს 50-მდე მსხვილი კომპანიის საინჟინრო კომუნიკაციების გამართულად მუშაობას და აწვდის მათ შესაბამის სერვისს.

ამჟამად ვაცხადებთ სერვისის სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟიორების პოზიციაზე, რომელსაც საინტერესო გამოცდილებას, პროფესიულ განვითარებას და ადგილზე დასაქმებას ვპირდებით.

სტაჟირების პერიოდში კანდიდატი გადამზადდება და იმუშავებს ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთი მიმართულებით:

** ცენტრალური გათბობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები;
** სპლიტ და მულტი სპლიტ კონდიციონერების სამონტაჟო სამუშაოები.
** VRV/VRF - სისტემის სამონტაჟო სამუშაოები.
** ელექტრობის სამონტაჟო სამუშაოები.

მოთხოვნები:

** განვითარების მაღალი მოტივაცია;
** უპირატესობად ჩაითვლება HVAC, წყალგაყვანილობის ან/და ელექტრო სისტემების ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა (B კატეგორია)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N56;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი (სტუდენტის შემთხვევაში განიხილება შეთავსება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული, მზარდი განვითარების შესაბამისად

ბენეფიტები:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
** ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;
** პარკინგი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სტაჟიორი სერვისის სამსახურში".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |