jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების ფორმირება გაყიდვების გეგმებიდან გამომდინარე;
** კონტრაქტით შეთანხმებული ფასების მოთხოვნა და კონტროლი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ნაშთების კონტროლი;
** საბაჟოსთვის დოკუმენტაციის მომზადება;
** საფინანსო გეგმის მომზადება;
** ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფარმაციის მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, Excel, Power Point;
** ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური მსჯელობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წელი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |