შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას სტოკერის თანამდებობაზე.
სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე;
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე;
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი;
ადგილების რაოდენობა: 1
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** პროდუქციის სტენდზე განთავსება სექციის შესაბამისად;
** განთავსებული ფასმაჩვენებლის კონტროლი;
** სტოკერი მონაწილეობას იღებს სანიმუშო დახლების დაგეგმარებასა და აწყობაში, აგრეთვე სანიმუშო დახლის დაგეგმარების მიზნით ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელობას სტენდზე კონკრეტული ნიმუშისთვის ადგილის საჭიროებასა და მომზადებაზე.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "სტოკერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!