jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სახარჯი მასალების საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.გიზიარებთ ინფორმაციას საინტერესო ვაკანსიის შესახებ.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ერთჯერადი სამედიცინო სახარჯების განყოფილებაში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: სახარჯი მასალების საწყობის დამხმარეს პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, (8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე).
ანაზღაურება: (ფიქსირებული) 1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური შეკვეთებით მიღებული სამედიცინო სახარჯი მასალების მიღება
** მიღებული პროდუქციისა და სასაქონლო ზედნადების რაოდენობის შედარება, გადახრების, დაზიანების შემთხვევაში ხელმძღვანელი პირისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება
** მიღებულიი პროდუქციის ვადების კონტროლი
** მიღებული პროდუქციის დასაწყობება, შენახვის პირობების გათვალისწინებით (ტემპერატურული რეჟიმის, ვადების და თავდაპირველად ძველი ნაშთის ათვისების პრინციპით
** მიღებული პროდუქციის ჰოსპიტლის განყოფილებებზე გაცემა

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

** მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე careers@cmchospital.ge სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |