jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: თბილი სახლი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

კომპანია "თბილი სახლი" (Casa Calda) დაარსდა 2001 წელს და უკვე 22 წელია ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას საინჟინრო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გათბობა-გაგრილების, ხანძარქრობის, წყალგაყვანილობის, ელექტროობის, სუსტ დენების და სხვა საინჟინრო სისტემებს.
კომპანიას შესრულებული აქვს 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, ბარამბოს ქარხანა, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი და სხვა.

კომპანია თბილი სახლი აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პროექტის და ხარჯთაღრიცხვის შესწავლა პროექტის მენეჯერის დახმარების მიზნით;
** თანამშრომლობა ინჟინრებთან, არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და ა.შ. პროექტის სპეციფიკაციების დასადგენად, კომპეტენციის ფარგლებში;
** დამკვეთის მოთხოვნისამებრ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებაში მონაწილეობა;
** პროექტისთვის საჭირო რესურსების (ადამიანური ძალა, აღჭურვილობა და მასალები) ორგანიზებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;
** საწყობის მენეჯერთან და პროექტის მენეჯერთან ერთად აღჭურვილობისა და მასალების შეძენის მონიტორინგი და მარაგების კონტროლი;
** საჭირო დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად მომზადება/მიწოდება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად (ფორმა #2, ვარიაციები, მიღება-ჩაბარების, ტესტირებისა და სხვა აქტები, მასალათა შეთანხმების ფორმები/ MAF, სქემები, სერტიფიკატები, სამუშაო ნახაზები, საშემსრულებლო ნახაზები, ა.შ.);
** დროული რეპორტინგი პროექტის მენეჯერთან, ხელმძღვანელობასა და დამკვეთთან;
** ინფორმაციის მოძიება მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების შესახებ და პროექტის მენეჯერისთვის მიწოდება;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავებაში, მოცულობების ამოკრებასა და დეფექტური აქტის შედგენაში მონაწილეობა;
** პროექტის მენეჯერის დახმარება სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში ინჟინერიის, შესყიდვების, უსაფრთხოების ნორმებისა და მშენებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ე.ი. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების თითოეული ეტაპისა და დღის დაგეგმვა ისე, რომ სამუშაოები ზედმიწევნით ხორციელდებოდეს დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
** ყველანაირი დოკუმენტაციის ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად წარმოება

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინჟინრო/სამშენებლო მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსები

ბენეფიტები:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
** ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროექტის მენეჯერის თანაშემწე".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |