jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR ჯენერალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციულ პროცესებთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული თანამშრომელთა ბენეფიტების ადმინისტრირება და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების ვადებისა და შრომითი პირობების კონტროლი და საჭიროებისამებრ ცვლილებების განხორციელება;
** თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების, ცვლილებების, ხელშეკრულების შეჩერების პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** სამუშაო აღწერილობების შექმნა/განახლება;
** კომპენსაციების, ბონუსებისა და სხვა ფინანსური დანამატების ჩარიცხვისათვის საჭირო პროცესების მართვა;
** ყოველთვიური საშტატო ფაილის ადმინისტრირება;
** საჭიროებიდან გამომდინარე თვიური, კვარტალური და წლიური სხვადასხვა ტიპის ანგარიშის მომზადება;
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე ცვლილებების შეტანა და განახლება;
** თანამშრომლის პირადი საქმეების წარმოება, საჭირო საბუთების მიღება, გადამოწმება, ფაილინგი, მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |