განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო რისკების შეფასებისა და შემცირების მიზნით ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების დეტალური შესწავლა და ანალიზი;
** ორგანიზაციაში არსებული პროცესების შესახებ შესაბამისი პროცედურების შემუშავება/დანერგვა;
** არსებული პროცედურების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტის/მომსახურების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება, საოპერაციო
რისკების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
** შეფასებული რისკებისა და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, აუდიტის ან/და ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე განიხილებიან ის კანდიდატებიც, რომლებსაც გავლილი აქვთ მოცემული მიმართულებით სტაჟირება;
** აუცილებელია გამართული წერითი უნარების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 აგვისტო, 2024
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.